Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

VI ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

VI ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
თეზისების წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა 1 ივნისამდე.


თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს VI ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას - ანტიკურობის თანამედროვეობა, რომელიც გაიმართება 2020 წლის 25-26 ივნისს, ონლაინ ფორმატში (პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით).

კონფერენცია ეძღვნება აკადემიკოს გრიგოლ წერეთლის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავს.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისსა თუ რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს. კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია.

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 20 წუთი; დისკუსია - 10 წუთი.

თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.

გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 1 ივნისამდე გააგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: classics.tsu@gmail.com.

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ თეზისების გაგზავნიდან ერთი კვირის ვადაში.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.
საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე, ელ-ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი:
თავფურცელი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მოხსენების სათაური, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი (სწავლების საფეხურის მითითებით);
სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი.
ფონტი: Sylfaen, ფონტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5
თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.